პირველი საფეხბურთო გუნდი სამტრედიაში ჩამოყალიბდა 1936 წელს. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის „ლოკომოტივი“. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით („სამტრედია“, „სანავარდო“, „იბერია“) მეტნაკლები წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.
დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ჰქონდა 1994-1996 წლებში, გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავა მეორე ადგილი და იასპარეზა უეფა-ს თასზე.
ისტორიული შედეგი კი გუნდმა 2017 წელს დააფიქსირა, როცა საქართველოს ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და სხვებს.
ასევე „სამტრედიას“ აღზრდილია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე.
ახლო და შორეულ წარსულში „სამტრედიას“ ჰქონია ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრები საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ტრაპიზონში გამარჯვება ადგილობრივ „ტრაბზონსფორთან„. 2009 წელს სამტრედიაში გაიმართა ამხანაგური საერთაშორისო მატჩები კიევის „ობოლონთან“ და დილიჟანის „იმპულსთან“.
სახელწოდება
1936–1990: ლოკომოტივი სამტრედია
1990–1991: სანავარდო სამტრედია
1991–1992: სამტრედია
1992–1993: ლოკომოტივი სამტრედია
1993–1997: სამტრედია
1997–1998: ჯუბა სამტრედია
1998–2001: იბერია სამტრედია
2001–2002: ლოკომოტივი სამტრედია
2002–2004: სამტრედია
2004–2006: ლოკომოტივი სამტრედია
2006 წლიდან დღემდე: სამტრედია
ტიტულები
საქართველოს ჩემპიონი – 2017
საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
ჩემპიონი: 1972
უმაღლესი ლიგა
მეორე ადგილი: 1995
პირველი ლიგა
ჩემპიონი: 2009, 2013/2014 (ჯგუფი B)
მეორე ადგილი: 1998
საბჭოთა მეორე ლიგა
ჩემპიონი: 1980, 1987
მეორე ადგილი: 1979, 1981, 1982
The first football team in Samtredia was formed in 1936 . Soviet championship in the second league for years successfully played Samtredia’s football club “locomotive ” . Afterwards the club had successfully purtisipated in Georgian championship with names (“Samtredia”, “Savanardo”, “Iberia”).
The biggest success of the football club “Samtredia” was in 2017 year, the team took first place in the national championship of georgia and go to champions league, in 1994-1996 years, the team took second place in the national championship and competed in the UEFA Cup.
The club played at various well-known players: Tariel Dvalishvili, Deviz Darjania, Firuz Kanteladze, Givi Babunidze, Temur Dzagnidze, Sergei shvetsovi. More recently Zaza Janashia, Kakhi Gogichaishvili, Gia and Michael Jishkariani, Giorgi Daraselia, Zurab Ionanidze, Grigol Chanturia and others.
Also “Samtredia” has grown one of the most successful football player Kakha Kaladze.
Near and distant past, “Samtredia” had official or friendly matches abroad. It should be noted that there was the competiton Samtredia VS Trabzon’s local football club “Trabzonspor” in this competiton Samtredia become a winner.
Names:
1936–1990: Lokomotivi Samtredia
1990–1991: Sanavardo Samtredia
1991–1992: Samtredia
1992–1993: Lokomotivi Samtredia
1993–1997: Samtredia
1997–1998: Juba Samtredia
1998–2001: Iberia Samtredia
2001–2002: Lokomotivi Samtredia
2002–2004: Samtredia
2004–2006: Lokomotivi Samtredia
2006-present: Samtredia
Honours:
Champion of Goergia – 2017
Soviet Championship
Champion: 1972
Higher League
Second place: 1995
First League
Champion: 2009, 2013/2014 (Group B)
Second place: 1998
Soviet Second League
Champion: 1980, 1987
Second place: 1979, 1981, 1982