სამტრედია

საფეხბურთო კლუბი სამტრედია

ფრე ამხანაგურ მატჩში


ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე “სამტრედიამ” ამხანაგური მატჩი “ზუგდიდთან” გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ანგარიში დავით თარგამაძემ ნიჯატ ყურბანოვის გადაცემით გახსნა. თარგამაძემ ჩვენი გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, ყურბანოვი კი მოედანზე 1-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ “სამტრედიას” ამხანაგური შეხვედრა უნდა მოეგო, თუმცა ბოლო წუთებზე ზაურ ხაბეიშვილმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შემდეგ ამხანაგურ მატჩს 7 სექტემბერს, მარტვილის “მერანთან” გავმართავთ, 13 სექტემბერს კი ეროვნული ლიგის მე-11 ტურში “ტორპედოს” ვესტუმრებით.

ძირითადი შემადგენლობა: კულუა, რუხაია, კაბა, ნადირაძე, ქოჩლაძე, ჩაკვეტაძე, კერძევაძე, კვირკვია, რობაქიძე, ლუკავა, იმნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სიკაჩი, თოთაძე, კილასონია, დიზი, პავიშიჩი, დაფე, ყურბანოვი, თარგამაძე, ჯგერენაია



https://www.facebook.com/footballclubsamtredia/videos/3300039023415485/