სამტრედია

საფეხბურთო კლუბი სამტრედია

სამტრედია საქართველოს თასის 1/8 ფინალშია!

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპზე ერთმანეთს “ვარკეთილი” და “სამტრედია” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო და მომენტებიც გვქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გაიხსნა. 41-ე წუთზე, ლაშა თოთაძის ძლიერ საჯარიმო დარტყმას მეკარე გაუმკლავდა, დამატებაზე გიორგი ახალაძემ ყველას დაასწრო და “სამტრედია” დააწინაურა.

მეორე ტაიმის სტარტზე “ვარკეთილი” გააქტიურდა და რამდენიმე მწვავე შეტევაც შემოგვთავაზა. მე-60 წუთიდან კი სრული უპირატესობა კვლავ ჩვენს მხარეს გადმოვიდა.

ანგარიშის ორამდე გაზრდა ლუკა იმნაძეს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. სამაგიეროდ, იმნაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა და ახალაძეს დუბლი შეასრულებინა. ამ გოლამდე, თარგამაძემ ბრწყინვალედ ითამაშა. შეცვლაზე შემოსულმა ინკუმმა მესამე ბურთი გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:0 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობა: სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ჯგერენაია, სტრაჰინია პავიშიჩი, დიეგო დიზი, გურამ ლუკავა, გიორგი ახალაძე, დავით თარგამაძე, ლუკა იმნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სამუელ ინკუმი, ლაშა ქოჩლაძე, არფან დაფე.

https://www.facebook.com/footballclubsamtredia/videos/239479140615099/