კახა კაჭარავამ სამტრედია დატოვა

სექტემბერი 23, 2020

კახა კაჭარავამ საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში კლუბმა საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია”, მთელი შემადგენლობით, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში!