გია ცეცაძე: “აქ იმიტომ მოვედი, რომ სამტრედიელი ქომაგი მიყვარს”
გია ცეცაძე ,,სამტრედიას” მთვავარი მწვრთნელია. ქართველმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად მზადება დაიწყო.
,,პროცესი მიმდინარეობს ჩვენ ვარჯიში გვიან დავიწყეთ, ფეხბურთელები მოდიან და ემზადებიან კონდიციების ამაღლებისთვის. სიტუაცია ასეთია გუნდს თავისი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და ეს ეტაპები უნდა გავიაროთ. ჩემპიონატი, როცა დაიწყება უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ კვლავ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ, ალბათ მაქსიმუმ 5-6 კვირა დაგვჭირდება, რომ ფორმაშო შევიდეთ.
სეზონი როცა დაიწყება რეალობა ის არის, რომ კარგ ფორმაში ვერ შევხვდებით, ფეხბურთელები უცხოეთიდანაც მოდიან, ქართველებსაც ველოდებით ვნახავთ როგორ ფორმაში იქნებიან, რომ გითხრათ იდეალურ ფორმაში შევხვდებით მოგატყუებთ, რადგან ამას ყველა ხედავს.
გუნდის მიზანი რეალურად უნდა დავისახოთ და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩეს, ეს წელი ასე იქნება და დანარჩენი მერე უკვე გამომდინარე იქიდან იქნება თუ როგორი იქნება ჩვენი სამუშაო პროცესი.
ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობით კმაკოფილი არ ვარ არის 3-4 ფეხბურთელი ვისაც ვთლი, რომ მზადაა დაიწყოს თამაში უმაღლესი ლიგისთის, დანარჩენები ფორმის აღდგენის პროცესში არიან.
აქ იმიტომ ვარ, რომ სამტრედიელი გულშემატკივარი მიყვარს, ყველაზე კარგად სადაც მიგრძვნია თავი ეს სამტრედია იყო. ყველასთან ვიტყვი რომ აქ არ ვიღლები პირიქით ვგრძნობ იმას რომ რამდენი საათიც არ უნდა ვიმუშავო ამ გუნდში დაღლას ვერ ვგრძნობ. გულშემატკივარი ძალიან მიყვარს და ვაფასებ მათ დამოკიდებულებას. პირადი გრძნობებიდან გამომდინარე ვამბობ რომ სამტრედიაში ყოველთვის ვგრძნობ დაფასებას სიყვარულს და ეს არსად არ მიგრძვნია არასოდეს. სადაც უნდა რომ იყო და გრძნობ რომ მათ უყვარხარ იქ უნდა იყო და სწორედ ამიტომ ვარ აქ.” – განაცხადა ცეცაძემ.