
სიახლეები
გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
“ვარკეთილთან” გასამართი სათასო დაპირისპირების წინ, “სამტრედიამ” დღეს ამხანაგური მატჩი თბილისის “მერანთან” გამართა და 3:1 გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდიდან თავი გიორგი ახალაძემ და გურამ ლუკავამ გამოიჩინეს, ერთი გოლი კი მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.
ძირითადი შემადგენლობა: სიკაჩი, რუხაია, კილასონია, თოთაძე, ჯგერენაია, კაბა, ქოჩლაძე, დაფე, კვირკვია, თარგამაძე, ნათან ჯუნიორი.
შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშვილი, ინკუმი, კერძევაძე, ჩაკვეტაძე, ახალაძე, პავიშიჩი, მესიაჩენკო, რობაქიძე, იმნაძე, ლუკავა, ნადირაძე.